საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დღეს, თბილისში, უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ შავკატ მირზიიოევს პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვდება. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრის დასრულების შემდეგ, ორი ქვეყნის შესაბამის უწყებებს შორის ხელი მოეწერება თანამშრომლობის მემორანდუმებს სხვადასხვა მიმართულებით.