უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი შავკათ მირზიიოევი დელეგაციის თანხლებით საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში უზბეკეთის პრეზიდენტს საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი დახვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შავკათ მირზიიოევის შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან.