ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 67-ე რაუნდი 2026 წლის 30 ივნისიდან 1 ივლისამდე გაიმართა, სადაც ქართულ დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია ხელმძღვანელობდა. მოლაპარაკებების დროს ქართულმა მხარემ მწვავედ დააყენა საკითხი რუსეთსა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს შორის 2026 წლის 9 მაისს ხელმოწერილი ე.წ. შეთანხმების შესახებ, რომელიც მიმართულია მოკავშირეობრივი თანამშრომლობის გაღრმავებაზე. ქართულმა დელეგაციამ აღნიშნა, რომ ასეთი ტიპის ე.წ. შეთანხმებები იურიდიულად ბათილია, უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს და აფერხებს კონსტრუქციულ დიალოგს.