„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ რეგიონულმა მდივანმა, ლევან ნიკოლეიშვილმა, „დღის ქრონიკაში“ განაცხადა, რომ საქართველომ ირანთან, თურქეთთან და ნებისმიერ რეგიონულ მოთამაშესთან უნდა დაამყაროს ის პრაგმატული პოლიტიკა, რაც მას მიზანშეწონილად მიაჩნია. იგი გამოეხმაურა ოპოზიციონერების განცხადებებს, რომლებმაც საქართველოს პრეზიდენტი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვაზე ჩასვლის გამო გააკრიტიკეს. ნიკოლეიშვილმა აღნიშნა, რომ ეს არის დიპლომატიური ჟესტი და პატივისცემის გამოხატვა იმ სახელმწიფოს მიმართ, ვისთანაც ქვეყანას უნდა ჰქონდეს ურთიერთობა.