საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და უზბეკეთის პრეზიდენტ შავკატ მირზიოევის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებები გაიმართა. მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვანი საკითხები და აღნიშნეს, რომ სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებს ქმნის პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური, საინვესტიციო, სამეცნიერო, ტექნიკური, კულტურული, ჰუმანიტარული და სხვა მიმართულებებით.