„ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა, მკაცრად გააკრიტიკა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადება, რომელშიც მან საქართველოს მთავრობის მხარდაჭერაზე უარი თქვა და ქართველი ხალხის მხარდაჭერის სურვილი გამოთქვა. მაჭარაშვილმა აღნიშნა, რომ კალასის პოზიცია ლოგიკას მოკლებულია, რადგან იგი უარს ამბობს იმ ხელისუფლებასთან ურთიერთობაზე, რომელსაც ქართველი ხალხის უმრავლესობა ირჩევს, თუმცა ამავე ხალხთან ურთიერთობას ცდილობს.