შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა თამაზ ელიზბარაშვილი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. უწყების ცნობით, მან პოლიციელებს ხელი შეუშალა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებაში, გაუწია წინააღმდეგობა და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. ინფორმაცია „იმედინიუსს“ შსს-ში დაუდასტურეს.