22:29 ზურაბ პატარაძე „მარეთობის“ სახალხო დღესასწაულს დაესწრო 06.05.2026

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან, ცოტნე ანანიძესთან ერთად, შუახევში გამართულ სახალხო ტრადიციულ დღესასწაულს „მარეთობას” დაესწრო. ღონისძიება შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა, ომარ ტაკიძემ გახსნა. ზურაბ პატარაძემ ადგილობრივ მოსახლეობას „მარეთობა" და გიორგობის დღესასწაული მიულოცა და ხაზი გაუსვა სახალხო დღესასწაულების მნიშვნელობას, თაობათა შორის უწყვეტი კავშირის შენარჩუნებასა და მთის განვითარებას, როგორც ხელისუფლების პრიორიტეტებს. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა „საპატიო მარეთელების” და წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოება, კულტურული და სპორტული აქტივობები, ასევე ფოტოგამოფენა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ყვავილებით შეამკეს საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი. ღონისძიებას სხვადასხვა დონის ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

















