საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსი, გეოლოგიის დოქტორი მერაბ გაფრინდაშვილი, სახელმწიფო ჯილდოთი - ღირსების მედლით დააჯილდოვა. ჯილდო გადაეცა საქართველოს სახელმწიფოს აღმშენებლობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ღირსეული სამსახურისათვის. მერაბ გაფრინდაშვილს, მრავალწლიანი საქმიანობის პარალელურად, მონაწილეობა აქვს მიღებული 20-მდე ადგილობრივ და საერთაშორისო პროექტში, შედგენილი აქვს ასეულობით საინჟინრო-გეოლოგიური და გეოდინამიკური დასკვნა, აღადგინა სახელმწიფო ჰიდროგეოლოგიური მონიტორინგი და გეოლოგიური რუკების შედგენა.