მაკა ბოჭორიშვილი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის ახლადდანიშნულ სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა 08.05.2026

7 მაისს, საქართველოს ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა, შეხვედრა გამართა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის ახლადდანიშნულ სპეციალურ წარმომადგენელთან, ელჩ კევინ ჰამილტონთან. შეხვედრაზე განიხილეს ნატო-საქართველოს ურთიერთობების დღის წესრიგი, პოლიტიკური დიალოგისა და პრაქტიკული თანამშრომლობის მნიშვნელობა, ასევე, ალიანსის მხარდაჭერა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მიმართულებით. ყურადღება გამახვილდა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე, გლობალურ გამოწვევებზე, საქართველოსთვის მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობაზე და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე. კევინ ჰამილტონმა მადლობა გადაუხადა საქართველოს წვლილისთვის ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში და დაუდასტურა ალიანსის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი. ჰამილტონი ასევე შეხვდება თავდაცვის მინისტრ ირაკლი ჩიქოვანს, მოინახულებს საოკუპაციო ხაზს და ეწვევა ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს.



















