ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, ზამურ ჭითანავამ, მის პირველ მოადგილესთან, ალექსანდრე ზაბახიძესთან ერთად, მერის სათათბირო ორგანოს, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს განახლებული შემადგენლობის წევრები მიიღო. შეხვედრაზე მერმა ხაზი გაუსვა საბჭოს წევრების მნიშვნელობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მიაწოდა ინფორმაცია მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ და მოუწოდა აქტიური თანამშრომლობისკენ. ჭითანავამ აღნიშნა, რომ საბჭო წარმოადგენს მუნიციპალიტეტსა და საზოგადოებას შორის საკომუნიკაციო ხიდს და მისი მთავარი ამოცანაა მართვის გამჭვირვალობა და მოქალაქეებზე ორიენტირებულობა. შეხვედრის ბოლოს, საბჭოს წევრებმა თავმჯდომარე, მისი მოადგილე და მდივანი აირჩიეს.