4 ოქტომბრის საქმეზე ექვსმა ბრალდებულმა აღიარა პრეზიდენტის სასახლის ხელში ჩაგდების მცდელობა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა, რის შემდეგაც მათთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება. გიორგი ქორქიას, გიორგი რურუას, ხვიჩა გოგოხიას, ლევან ჯიქიას, ლაშა ივანაძეს და სერგო მეგრელიშვილს სამწლიანი პირობითი მსჯავრი შეეფარდებათ. საერთო ჯამში, 21-მა ბრალდებულმა აღიარა დანაშაული, ხოლო 8-მა არ აღიარა. მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით ევროკომისიასთან შეხვედრა კონსტრუქციული იქნება. ასევე, სომხეთში ჩატარებულ არჩევნებზე ODIHR-ის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა პროცესის მაღალ დონეზე ორგანიზება და კომისიების გამჭვირვალობა აღნიშნა, თუმცა დააფიქსირა უპრეცედენტო ზეწოლის ფაქტი.