ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა ბრიუსელში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ, განაცხადა, რომ ევროკავშირს არ აქვს რეალური კავშირი საქართველოს მთავრობასთან. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბლოკი არ აპირებს მთავრობის მხარდაჭერას, არამედ ყურადღებას ამახვილებს ქართველი ხალხის დახმარებაზე.