Maka Bochorishvili - Relations with the Diaspora are one of the priorities for our government 07.06.2026

საქართველოს ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა სან-ფრანცისკოში დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ დიასპორასთან ურთიერთობების გაძლიერება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება. მინისტრმა ხაზი გაუსვა საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან კავშირების გაღრმავების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ "დიასპორის დღის" ფარგლებში წარდგენილი ახალი პროექტები მიზნად ისახავს ქართული იდენტობის, ენისა და კულტურული კავშირების განმტკიცებას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ქართული ენის სწავლების გაძლიერებას, სამშობლოსთან კავშირების გამყარებას და ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის როლს დიასპორაში, რომელიც, მისი თქმით, ხშირად წარმოადგენს სამშობლოსთან, ქართულ კულტურასა და სულიერებასთან დამაკავშირებელ ძირითად რგოლს.




















