Prosecutor's Office charges Giorgi Udzilauri with espionage 06.05.2026

საქართველოს პროკურატურამ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი, გიორგი უძილაური, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა, ჯაშუშობის ბრალდებით დაადანაშაულა. პროკურატურის ინფორმაციით, უძილაური სისტემატურად აგროვებდა და გადასცემდა სხვადასხვა სახის და კატეგორიის ინფორმაციას საქართველოს ინტერესების საზიანოდ, უცხოური სადაზვერვო სამსახურების დავალებით, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით. აღნიშნული დანაშაული, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით 12 წლამდე ვადით. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართავს.

Interpressnews Full Article

















